ავტორიზაცია
 


სამზადისი ორსულობისათვის

  • 12 ივლ, 21:36
სამზადისი ორსულობისათვის

ორსულობა - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო ეტაპია ქალის ცხოვრებაში. ამიტომ ორსულობისათვის ქალი უნდა მოემზადოა არა მარტო მორალურად, არამედ ფიზიკურათაც. პირველ რიგში ქალი უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი. სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში იშვიათად ტუ მოიძებნება 100% _ით განმრთელი ადამიანი. ამიტომ ქლი მაქსიმალურად უნდა იყოს მომზადებული ჩასახვისათვის, შემდგომი ორსულობისათვისა და მშობიარობისათვის.

ორსულობისათვის მზადებისას აუცილებელია დაიცვათ შემდეგი წესები:

1. აუცილებელია მამაკაცმაც და ქალბატონმაც უარი თქვან მავნე ჩვევებზე, როგორებიცაა: ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები ან სხვა ნებისმიერი ქიმიური ნივთიერებების მიღება.
იმისათვის, რომ მამაკაცს მოუმწიფდეს ჯანმრთელი სპერმატოზოიდები, საჭიროა სამი თვით ადრე დაანებოს თავი ზემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებს. სასურველია უარი თქვათ ცხელ აბაზანებსა და საუნებზე. ასევე არ არის რეკომედირებული ძლიერი ფიზიკური გადაღლები, სპორტი და დიდი ფიზიკური შრომა. ქალბატონმა კი ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას ჩასახვიდან მთელი ორსულობის პერიოდი და ბავშვის მკერდით კვების დასრულებამდე.

2. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადებები (გიპერტონიული დაავადება, მძიმე გულ სისძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა. აუცილებლად მომართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან გინეკოლოგს, რათა მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ჩაივლის ორსულობის პერიოდი დაავადებების ფონზე და რისი გატვალისწინებაა აუცილებელი ან მიიღოთ სხვა დამატებითი რჩევა.

3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავს თვლით აბსოლუტურად ჯანმრთელად, სასურველია გაიკეთოთ ჩვეულებრივი თერაპევტიული გამოკვლევა(სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი და ა.შ)

4. ასევე მნიშვნელოვანია ორსულობამდე სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარება, რადგან ორსულობის დროს ნებისმიერმა ტკივილგამაყუჩებელმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე.

5. თუ თქვენ გქონდათ აბორტი, ან გქონდათ სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებები, ჩასახვამდე უნდა გაიაროთ შემოწმება და დაადგინოთ საშვილოსნოს მილის გამავლობის მდგომარეობა, რათა თავიდან აიცილოთ გარე ორსულობა.

6. ქალბატონებმა უნდა გაიკეთონ ანალიზი წითელაზე, იმ შემთხვევაში თუ წითელას ნიშნები არ იქნება აღმოჩენილი მაშინ სასურველია გაიკეთოთ აცრა წიტელაზე.

ყურადღება!
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვობაში გქონდათ წითელა, მაშინ ანალიზის გაკეთება არ არის აუცილებელი, რადგან თქვენ უკვე გაქვთ იმუნიტეტი ამ დაავადებაზე. თუ არ ხართ დარწმუნებული და ეჭვი გეპარებათ, მაშინ ჯობია თავი დაიზღვიოთ და ანალიზი გაიკეთოთ.


რაც ყველაზე მთავარი, მომავალ მამიკოსთან ერთად მოემზადეთ ფსიქოლოგიურად, რადგან ფსიქოლოგიურ მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი მშობლებისათვის.
ეცადეთ უმეტესი დრო გაატაროთ ერთად, იყიდეთ შესაბამისი ლიტერატურა და წაუკითხეთ ერთმანეთს. გაიარეთ საბავშო მაღაზიებში და დაგეგმეთ მომავალ პატარას რითი გაახარებთ. მიფიქრეთ სავარაუდო სახელები თქვენი მომავალი პატარასათვის და უმჯობესია თუ ყველანაირი აზრები და ფიქრები მიმართული იქნება თქვენი მომავალი შვილისკენ.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
გამრავლდით და გაიხარეთ. ბედნიერ დედობასა და მამობას გისურვებთ



P.S ინფორმაცია აღებულია და თარგმნილი უცხოური საიტებიდან daqali.com _ის მიერ ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე, შესაძლოა იყოს უზუსტობა ან რაიმე ხარვეზი თარგმანში. ხარვეზისა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ შემატყობინოთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. გმადლობთ.


- ორსულობა
- საწყისი გვერდი
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up