ავტორიზაცია
 


რჩევები ორსულ ქალებს

  • 13 ივლ, 09:29
უამრავი რამ შეიძლება ურჩიო ორსულ ქალბატონს, ასევე უამრავი აკრძალვა არსებობს ორსულთათვის, აქედან გამომდინარე ორსულ ქალებს განსაკურებული ყურადღება და სიფრთხილე სჭირდებათ. ორსულ ქალს, ორსულობის პერიოდში ორი ძირითადი მიზანი გააჩნია, პირადი ჯანმრთელობა და ბავშვის ჯანმრთელობა, შესაბამისად ორსულებს ბევრ რამეზე უნდა თქვან უარი და ბევრი რამე გაითვალისწინონ. ქვემოთ სტატიაში მოცემულია ზოგადად რჩევები და ძირითადი აკრძალვები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ უნდა გაითვალისწინოს ორსულმა.

რამოდენიმე სასარგებლო აკრძალვა და რჩევა:

ორსულობის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. სასურველია და აუცილებელიც კი, რომ საკვები იყოს მაქსიმალურად ახალი და ქორფა, ყოველგვარი კონსერვატებისა, საღებავებისა და ხელოვნური დანამატების გარეშე. ოსული ქალის კვებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინების რაოდენობას, ორსულობის პერიოდში ვიტამინებზე მოთხოვნა იზრდება ორჯერ. ვიტამინი А (2,5 გ დღე-ღამეში) ხელს უწყობს პლანცეტის განვითარებას, В1 (3 მგ) და В2 (3 მგ) კუნთების სრულყოფისთვისაა საჭირო, ვიტამინი С აძლიერებს იმუნურ სისტემას, D (500 მგ დღე-ღამეში) ხელ უწყობს ძვლების განვითარებას.


ნუ იმოგზაურებთ...

მაქსიმალურად შეეცადეთ არ შეიცვალოთ კლიმატი, იყავით იქ სადაც ხართ, მოერიდეთ ყოველგარ მოგზაურობას. რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს.

უარი ყოველგვარ კოსმეტიკაზე ...

ქალი მანახე რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, ისეთშიც კი როგორიც ორსულობაა უარს იტყვის 100%_ით სალონსა და კოსმეტიკაზე? რათქმაუნდა ყველა ქალს უნდა ლამაზი და მომხიბვლელი იყოს, ამიტომ მიუხედავად სასურველი აკრძალვისა, ორსული ქალები მაინც დადიან სალონებში და მეტნაკლებად იპრანჭებიან. ეს რათქმაუნდა სასურველი აკრძალვაა. უკეთესი იქნება თუ არ გაეკარებით ასე ვთქვათ ქიმიას. ან მაქსიმალურად შეზღუდეთ კოსმეტიკა. დაიმახსოვრეთ, რომ ორსული ქალი ყოველგვარი კოსმეტიკისა და სალონების გარეშეც ულამაზესი და უნეტარესია.

უარი მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს...

დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე აქაც რათქმაუნდა ძნელია მობილურ ტელეფონზე უარის თქმა, მაგრამ სასურველია მაქსიმალურად შეიზღუდოს. ცნობილი ფაქტია, რომ ფიჭური კავშირგაბმულობით უზომოდ სარგებლობას დადებითი არაფერი მოაქვს. ასევე სასურველია უარი უთხრათ კომპიუტერს.


არანაირი დიეტა...

საკვების მიღება რაოდენობრივად შეზღუდული არ არის, სასურველია ჭამოთ ხშირ-ხშირად და ცოტა, პატარა პორციებით. დადასტურებული ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევებში დიეტები და საკვების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

დაიბანეთ გრილი წყლით...

სასურველია ორსულობის პერიოდში უარი თქვათ ცხელ აბაზანასა და ცხელ შხაპზე.

არანაირი სპორტი...

ორსული ქალები უმეტეს შემთხვევასი სხეულის ფორმას იცვლიან, ისინი როგორც წესი სუქდებიან, რაც ბევრ ქალბატონს არ სიამოვნებს და ეშინია ესე არ დარჩეს გასუქებული და "დასიებული", უჩნდებათ სურვილი ვარჯიშისა, რაც არ არის რეკომენდირებული, ნუ გეშინიათ ქალბატონებო, მასე არ დარჩებით, მთავარია გააჩინოთ ლამაზი და ჯანმთელი ბავშვი და თქვენ სხეულს მერე მიხედოთ. იცხოვრეთ მშვიდად და ბევრი ისეირნეთ ნელა და წყნარად.

არ მიიღოთ ბევრი სითხე...

ორსულებს, რომელთაც ორსულობა ზაფხულის ცხელ დღეებში უწევთ, სითხის მიღების მოთხოვნა ეზრდებათ, რაც ბუნებრივიცაა. ექიმები ორსულებს არ ურჩევენ ორ ლიტრ სითხეზე მეტის მიღებას. კარგი იქნება, თუ წყალთან ერთად ნატურალურ წვენებსაც მიირთმევთ. არ არის რეკომენდირებული მინერალური წყლის მიღება. არანაირი ყავა და მუქი(მაგარი) ჩაი. სასარგებლოა ცაცხვის და მალინის ფოთლების ჩაი.


არანაირი სიგარეტი და ალკოჰოლი...

ეს ჩემი აზრით მსოფლიო დონის კატეგორიული აკრძალვაა. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ბოლს ადამიანის ჯანმთელობაზე, განსაკუთრებით ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებს უარყოფითად. მაშ ასე არანაირი სიგარეტი და ალკოჰოლი! სიგარეტს არა, მაგრამ მშობიარობის შემდგომ კაი კახური ღვინით(ნორმის ფარგლებში) პატარას დალოცვას ნამდვილად გირჩევთ.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.
გამრავლდით და გაიხარეთ. ბედნიერ დედობასა და მამობას გისურვებთ



P.S ინფორმაცია აღებულია და თარგმნილი უცხოური საიტებიდან daqali.com _ის მიერ ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე, შესაძლოა იყოს უზუსტობა ან რაიმე ხარვეზი თარგმანში. ხარვეზისა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ შემატყობინოთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. გმადლობთ.

- ორსულობა
- საწყისი გვერდი
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up