ავტორიზაცია
 


საახალწლო სანთლები

საახალწლო სანთლები


საჭირო მასალა:
ბულგარული წიწაკა (მწვანე და წითელი) - 7 ც.
ბულგარული წიწაკა (წითელი) - 1 ც.
შიგთავსისათვის:
ყველი - 200 გ.
კვერცხი - 4 ც.
ხახვი - 1 თავი.
ნიორი - 2 კბილი.
მაიონეზი - 2 ს.კ.
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. კვერცხი მოვხარშოთ მაგრად და გავაციოთ ცივ წყალში, გავფრცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
2. ხახვი დავჭრათ წვრილად.
3. ნიორი დავნაყოთ, ან გავხეხოთ წმინდა სახეხზე.
4. ყველაფერი შევურიოთ ერთნაეთს, მოვაყაროთ მარილი და შევაზავოთ მაიონეზით.
5. მწვანე ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ძირი, ისე როგორც ფოტოზეა და გამოვაცალოთ გული.
6 შევავსოთ წიწაკები მომზადებული მასით.
7 წითელი წიწაკა დავჭრათ სამკუთხედებად და დავადგათ შიგთავს წვერით ზემოთ, რათა მივიღოთ ანთებული სანთლების ეფექტი.

სულ ეგ არის, გემრიელად მიირთვით.

P.S პრინციპში ეს იდეაა, დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მაგალითად შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ნებისმიერი მსგავსი სალათის მასალა, მაგ. შუბის ან ოლივიეს.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +11
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up