ავტორიზაცია
 


სუპ-ხარჩო ქათმის ხორცით

სუპ-ხარჩო ქათმის ხორცით


სუპ-ხარჩო ქათმის ხორცით - მაიკო ასლამაზაშვილის რეცეპტით

მოვხარშოთ ქათამი, ქათმის წვენი გავყოთ, ერთ ნაწილში დავაბლენდეროთ ნიგოზი თვალის ზომით,მე ერთი დიდი ჭიქა გავუკეთე.
დაფქვილი ქინძი,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,ხარჩოს სუნელი და ნიორი გემოვნებით.ქვაბში მოვსუსხოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავასხათ ტომატ-პასტა და დარჩენილი ბულიონი,ჩავაგდოთ ორი ცალი დაფნის ფოთოლი და ცოტახანს დახლოებით 5 წუთი ვადუღოთ,შემდეგ ჩავაყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ.ბრინჯი სანამ კარგად მოიხარშება ჩავამატოთ დაბლენდერებული მასა და გავაგრძელოთ დუღილი.კერძი როცა მზად იქნება თვითონვე მიხვდებით,უნდა შესქელდეს ოღონდ ძალიან არა და შიგნით ჩავაწყოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი,მარილი და დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით.
ხორცის ჩაწყობის შემდეგ დაახლოებით 5 წუთიც ვადუღოთ და კერძიც მზადაა...ძალიან გემრიელია მერწმუნეთ...ვიცი ყველა სხვადასხვანაირად აკეთებთ და არ დამიწყოთ ახლა ქათმით კი არა ინდაურით კეთდებაო.ვისაც რითი უნდა იმით გააკეთოს და სხვათაშორის იგივე პრინციპით ვაკეთებ ხოლმე საქონლის ხორცსაც და ძალიან გემრიელიაა.ერთი სიტყვით მთავარია ხორცი გქონდეთ კარგი და ახალი...წარმატებებს გისურვებთ kiss




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • -2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up