ავტორიზაცია
 


კრუასონის იდეალური რეცეპტი

კრუასონის იდეალური რეცეპტი


კრუასონის იდეალური რეცეპტი - Irina Miller-ის რეცეპტით

მასალა:
125მლ წყალი
150მლ რძე
500გრ ფქვილი
1ც კვერცხი
50გრ შაქარი
10გრ მარილი
30გ საფუარი
300გრ კარაქი
კვერცხის გული ზემოდან გადასასმელად

მომზადება:
საფუარი გავხსნათ წყალში
და დაუმატოთ რძე და მიქსერით აურიოთ.დაუმატოთ კვერცხი,შაქარი , მარილი და აურიოთ შემდეგ დაუმატოთ ფქვილი და აურიოთ 2-3წთ
და დავდგათ თბილ ადგილას 15 წთ
შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი ფქვილ მოყრილ დაფაზე30×30სმ და შუაში დავდოთ კარაქი გადავახუროთ კარგად ცომი და შევდოთ მაცივარში კიდევ 45წთ
და შემდეგ კიდევ გავაბრტყელოთ 1სმ სისქუს უნდა იყოს დაახლოებით ცომი ასე გავიმეოროთ კიდევ 2× დავკეცოთ ცომი ისე რომ 3 ფენა გამოვიდეს და მაცივარში თითეული გაბრტყელების მერე 30 წთ შევდგათ
ბოლოჯერ როცა გავაბრტყელებთ ცომს უნდა იყოს გავაკეთოთ 6 ც კვადრატი 12,5×60 და გავჭრათ დიაგონალზე ,დახვევა ცომის დავიწყოთ ფართე მხრიდან.
ავიღოთ ჟარუნა დაუფინოთ ქაღალდი და დავაწყოთ კრუასონები და გავაჩეროთ 1ან 2 სთ .
გავახუროთ წინასწარ ჰაერ ღუმელი 200გრ ზე და გამოვაცხოთ 15 წთ წინასწარ გადავუსვათ კვერცხის გული.

კრუასონის იდეალური რეცეპტი




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up