ავტორიზაცია
 


ფენოვანი ფუნთუშა

ფენოვანი ფუნთუშა


ფენოვანი ფუნთუშა - Madona Chibirashvili-ს რეცეპტით

მასალა ცომისათვის:
800-900 გრ.ფქვილი.
300მლ.წყალი
200მლ.რძე
4 კვერცხი
2.ჩ,კოვზი საფუარი
200გრ.შაქარი
ვანილი
0,5 ჩ.კოვზი მარილი.
ცომზე წასასმელად:
300 გრ.კარაქი
200 გრ შაქარი
ზემოდან მოსაყრელად
150გრ.ფქვილი
100 გრ.შაქარი
100გრ კარაქი.

მომზადება:
ჯერ ვამზადებთ საფუვრიან მასას,ვათბობთ(არ ვაცხელებთ)1 ჭიქა წყალს ვამატებთ საფუარს,1ს.კოვზ შაქარს და ვტოვებთ დაახლოებით 10 წუთი რომ ამოფუვდეს.შემდეგ დიდ თასში ვყრით გაცრილი ფქვილის ნაწილს(თანდათან ვამატებთ საჭიროების მიხედვით),ვანილს,მარილს,დარჩენილ თბილ წყალს და რძეში გახსნილ დარჩენილ,ცომის შაქარს,გათქვეფილ კვერცხებს,საფუვრიან მასას და მოვზილავთ კარგად,ფქვილი დაამატეთ საჭიროების მიხედვით,ნაზი კარგად დამუშავებული ცომი უნდა მიიღოთ.ცომს აფარებთ თავზე და დებთ სითბოში,რომ ამოფუვდება დაახლოებით 3-4 საათში გადაიტანთ სამუშაო მაგიდაზე,გააბრტყელებთ ფქვილის საშუალებით,ბევრი არაა საჭირო,გადაუსმევთ დარბილებულ კარაქის ნახევარს და მოაყრით შაქრის ნახევარს,გადაკეცავთ კონვერტისებურად,გააბრტყელებთ მსუბუქად და ისევ გადაკეცეთ,მოათავსეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წთ.ასე გაიმეორეთ მეორედაც,შემდეგ გააბრტყელეთ და დაჭერით კვადრატებად,ის კვადრატები კი კონვერტისებურად გადაკეცეთ,შუაში თითი დააჭირეთ რომ დამაგრდეს კარგად.დადეთ საცხობ ფურცელზე და გააჩერეთ 40 წთ.რომ ამოფუვდეს შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული+ 1 ს,კოვზი რძე და მოაყარეთ ზემოდან მოსაყრელი გაფხვიერებული მასა.გამოვაცხოთ 180 გრ.ვეცადე მაქსიმალურად დაწვრილებით ამეხსნა.წარმატებები.. girl_cla




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up