ავტორიზაცია
 


ნამცხვარი ზღაპარი

ნამცხვარი ზღაპარი


ნამცხვარი ზღაპარი - ანა სისაურის რეცეპტით

მომზადება:
5 დიდი კვერცხი და 2.5 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ ძალიან კარგად,შემდეგ დავამატოთ 50 გრამი გამდნარი მარგარინი ან კარაქი,5 სუფრის კოვზი კაკაო,4 სუფრის კოვზი თაფლი,2 ჩაის კოვზი სოდა ძმრით,ვანილი.თან ვთქვეფთ ამ ყველაფერს კარგად.ამის შემდეგ ჭურჭელი რომელშიც ეს მასაა დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და კარგად რომ გაფუვდება(დაახლოებით 10 წუთში)შევაზილოთ ორთქლზევე 6-7 ჭიქა ფქვილი სათითაოდ და ვშუშოთ კიდევ 10 წუთით...შემდეგ გადმოვიღოთ ორთქლის აბაზანიდან და ცხელივე გავყოთ 4 თანაბარ და 1 პატარა გუნდად(ეს პატარა ნაწილი ზემოდან მოსაყრელად დაგვჭირდება)...გავაბრტყელოთ სათითაოდ ეს გუნდები(ფქვილში ბრტყელდება) და გამოვაცხოთ ცალ-ცალკე 200 გრადუსზე ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაზე.ძალიან მალე,5 ან 7 წუთში ცხვება თითოეული(ღუმელს გააჩნია)...ფირფიტები რომ გაცივდება წავუსვამთ კრემს,ზემოდან მოვაყრით დაფშვნილ პატარა ფირფიტას და მთელი ღამით დავტოვებთ დილამდე რათა კარგად ჩარბილდეს...#კრემი:12 სუფრის კოვზი ფქვილი და 3 ჭიქა შაქარი ავურიოთ კარგად იმ ჭურჭელში სადაც კრემის გაკეთებას ვაპირებთ,დავასხათ ზედ კარგად თბილი რძე 1.5 ლიტრი და კარგად გავხსნათ.დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით გავაკეთოთ კრემი...რომ შესქელდება მზადაა...გავაციებთ კარგად...ცალკე გვექნება ამოყვანილი 250 გრამი მარგარინი ან კარაქი თასში და ამ ამოყვანილ მარგარინს ან კარაქს დავუმატებთ თითო კოვზობით მოხარშულ ფაფას და ვთქვეფთ მიქსერით+ვანილი და კრემიც მზადაა...უგემრიელესი და ფუმფულა გამოვიდა...
გემრიელად მიირთვით.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up