ავტორიზაცია
 


სტაფილოს ნამცხვარი - ელენე სანაიას რეცეპტით

სტაფილოს ნამცხვარი - ელენე სანაიას რეცეპტით


სტაფილოს ნამცხვარი - ელენე სანაიას რეცეპტით

მასალა:
3 ჭ გახეხილი სტაფილო
2 ჭ ფქვილი (გაცრილი)
1 ჭ ზეთი (უსუნო)
1 ჭ ნიგოზი გატარებული
2 ჭ შაქარი
4 ც კვერცხი
1 ჩ/კ სოდა
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ მარილი
1 ჩ/კ დარიჩინი
მწიკვი ვანილი
კრემი:
600 მლ სქელი არაჟანი
7-8 ს/კ შაქრის პუდრა
მწიკვი ვანილი
მწიკვი მარილი
1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადება:
კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კარგად. შემდეგ ჩავასხათ ზეთი ( მე, ზეთი ნახ.ჭიქა გავუკეთე), გავაგრძელოთ თქვეფა. კარგად რომ ამოვა, დავამატოთ წინასწარ დამზადებული მშრალი მასალა. ანუ, გაცრილ ფქვილს, ვამატებთ, სოდა+გამაფხვიერებელი+დარიჩინი+მარილი+ვანილი, გადავურიოთ კოვზით ეს მასალა და უკვე ასე დავამატოთ გათქვეფილ მასას. ვამატებჸ ცოტა ცოტა. ვურებთ ხის კოვზით, კარგად რომ მოურევთ უკვე შემდეგ ამატებთ ნიგოზს და სტაფილოს. ისევ კარგად გადავურიოთ რომ ყველაფერი ერთმამეთში აირიოს. გამოდის დასახლმელი, სქელი არაჟნის სისქის ცომი. ვასხამთ პერგამენტიან ცხიმიან ფორმაში. ვაცხობთ 180 გრ 45-50 წთ.
მანამ ვამზადებთ კრემს
არაჟანს დავუმატოთ შაქრის პუდრა და გავთქვიფოთ, შემდეგ ვამატწბთ მარილს, ვანილს და ლიმონის წვენს. ისევ ვთქვიფავთ. კრემი ხდება სქელი, კარგად გათქვეფილი ბეზესავით. გადავახვიოთ საკ.სცელოფანში და შევდგათ მაცივარში.
კორჟი რომ გამლცხვება, კარგად გავაციოთ და დავჭრათ ორ ნაწილად. არაფრით არ ვნამავ, იმიტომ რომ კორჟი ისედაც ნოტიო და ფაფუკია. ზემოდან მოვაყარე თავისივე კორჟის ნაფხვენი და ნიგოზი გატარებული.
უგემრიელესი, უფაფუკესი, ნოტიო და უნაზესი!
გემრიელად მიირთვით!

წყარო: ქართული სამზარეულო




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +3
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up