ავტორიზაცია
 


ნაპოლეონი - ესმა ბოროდინას რეცეპტით

ნაპოლეონი - ესმა ბოროდინას რეცეპტით


ნაპოლეონი - ესმა ბოროდინას რეცეპტით

რეცეპტი:
1.ცომი- ავიღოთ 150გრ კარაქი, 1ჩ/ჭ და ნახევარი წყალი(წყალი უნდა იყოს თბილი)+2 ც.კვერცხი+ცოტა მარილი+ 1ჩ/კ ლიმონის მჟავე, 1 ჩ/კ სპირტი არ არაყი კარგად აურიოთ დაუმატოთ ფქვილი რამდენსაც შეიზელს.(ცომი უნდა იყოს ნაზი,მაგრამ ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს). ცომს მაგრად ვცემთ ჯოხით.დაახლოებით 10 -15 წუთი.
2.გული-ავიღოთ ცალკე 1 ჩაის ჭიქა და ნახევარი ფქვილი,დაუმატოთ 300 გრ მარგარინი(მარგარინი ოდნავ რბილი უნდა იყოს) კარგად აურიოთ .
შემდეგ ავიღოთ ცომი გავყოთ 4დიდ და 1 პატარა ნაწილად .გულსართიც გავყოთ( ცომი რამდენ ნაწილად იმდენ ნაწილად გაყავით გულსართიც) გავაბრტყელოთ ცომი მრგვლად თითის სისქეზე და შიგ გულსართი ჩავდოთ ხინკალივით შევახვიოთ,გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს და ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად თხლად , წავუსვათ მარგარინი.(მარგარინიც დავყოთ ცომის რაოდენობაზე) ცომი დავკეცოთ კონვერტივით. მაცივარში დავდოთ რამოდენიმე საათით.
შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან გავაბრტყელოთ და ჩანგლით გავხვრიტოთ რამოდენიმე ადგილას.შევდგათ ცხელ ღუმელში გამოსაცხობათ. 30-35 წთ. იცხვება. პატარა ნაწილი ზემოდან მოსაყრელად იხმარეთ. კრემი - მოხარშული (ზავარნოი).სულ 500გრ მარგარინია საჭირო.ამ ცომით ტრუბუჩკებსაც ვამზადებ,ნაპოლეონსაც




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +7
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up