ავტორიზაცია
 


ჩაქაფული

ჩაქაფული


ჩაქაფული - მაიკო ასლამაზაშვილის რეცეპტით

-ჩაქაფულისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცხვრის(ბატკნის) ხორცი,ასევე საქონლის(ხბოს) ხორცი.ხორცი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად,გავრეცხოდ კარგად და ჩავყაროთ ქვაბში.
ასევე დავჭრად და გავამზადოთ დანარჩენი ინგრედიენტები:მწვანე ხახვი,3 ღერი მწვანე ნიორი,ტარხუნა და ქინძი.ეს ყველაფერი რაც მეტი იქნება უფრო უკეთესია.ქვაბში ჩაყრილ ხორცს დავაყაროთ მწვანილეულობა ფენა-ფენად და ბოლოს მოვაყაროთ ტყემალი.დავდგათ დაბალ გაზზე და დავასხათ თეთრი ღვინო,ისე რომ არ გადავფაროთ მასა და ვხარშოთ,მე სულ ღვინით გავაკეთე,(ვისაც არ მოგწონთ მასე,შეგიძლიათ წყალში მოხარშოთ და ბოლოსკენ დაასხათ ერთი ჭიქა ღვინო).რომ შევატყობთ რომ ხორცმა ფერი შეიცვალა ამოვურიოთ პერიოდულად.შუა ხარშვაში დავამატოთ წითელი მწარე წიწაკა(დავამტვრიოდ) და გემოვნებით 2 პატარა დაფნის ფოთოლი.ბოლოსკენ უკვე დავამატოდ ზეთი(ცოტა) რომ კერძი მალე არ გაიყინოს თეფშზე ჭამის დროს.
მარილი კი გემოვნებით,თუ სიმწარე აკლია შეგიძლიათ დაფქვილი წიწაკა გამოიყენოთ.გემრიელად მიირთვით.

ჩაქაფული
ჩაქაფული




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up