ავტორიზაცია
 


ეგემრიელესი პასკა

ეგემრიელესი პასკა


ეგემრიელესი პასკა - Ia Mindadze Asatiani-ს რეცეპტით

ინგრედიენტები:
10 კვეცხი
1500კგ შაქარი
1ლ რძე
400გრ კარაქი
300გრ არაჟანი
400გრ მაწონი
3-4 ს.კ დროჟი
200მლ ზეთი
2800-3000კგ მდე ფქვილი
500-800 გრ ქიშმიში( როგორც თქვენ გიყვართ)
3ცალი მუსკატი
30-40ცალი ილი
მიხაკი და დარიჩინი თქვენი გემოვნებით
მარილი
ვანილი
3-4 ცალი ლიმონის ცედრა
ცუკატები სურვილის მიხედვით
ვაკეთებთ 10 კვერცხისგან გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

2. 900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400გრ კარაქს+ცოტა მარილი

3. 100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ დროჯი+1ჩ.კ შაქარი+100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად(თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება)

4. მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს

5. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)
ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს!!!! ვდგავთ ასაფუებლად!!

ამოსულ მასას ჩავზილავთ 200მლ ზეთთან ერთად და შევაზილავთ 2,800-3 კგ - მდე ფქვილს (თუ ფქვილი კარგია სამი კილო არ დაჭირდება)
აი ეს საყვარელი მასა რომ ამოვა ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს , ვამატებთ ასევე სანელებლებს რომელსაც მე ერთი კვირით ადრე ვამზადებ
სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი ( ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი,ცოტა დარიჩინი და მიხაკი მე მიხაკის გემო მიყვარს და ბლომად ვუკეთებ)) მოკლედ ეს ყველაფერი უნდა დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება ვისაც გეზარებათ) + სამისაცლი ლიმონის ცედრა და ვასხავთ კონიაკს ეს სურნელოვანი სანელებლები უნდა დავათროთ )) მოკლედ ეს მთვრალი სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად !!!!ისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში აქაც მოთმინება გვმართებს უნდა დაიწყოს ამოსვლა მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ გაზქურაშიი ეს ჩემი ოჯახის რეცეპტია და სასწაული გემრიელი გამოდის დავამატებ იმას რომ ოჯახმა კი არ გამოიგონაა :) უბრალოდ სულ ამითი აკეთებდნენ და მასწავლეს იმათაც ვიღაცა ასწავლა ალბათ არ მიკითხია :)

ეგემრიელესი პასკა




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +6
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up