» » » გოზინაყის მომზადება

Знаменитости, светские новости, новые клипы


გოზინაყის მომზადება

ავტორი: Gamge | 10-12-2013, 21:33 | კატეგორია: სამზარეულო / ქართული სამზარეულო | ნანახია: 814

გოზინაყი - ქართული კულინარიის კიდევ ერთი დიდი შედევრი, რომლის გტარეშეც საახალწლო სუფრას ეშხი და ლაზათი აკლია.
გოზინაყის მომზადებას თუ სიმართლე გინდათ დიდი პროფესიონალიზმი და გამოცდილება უნდა და ასე რეცეპტით ბევრი ვერ მოახერხებს ნამდვილი გოზინაყის გაკეთებას. ისე ერთი შეხედვით ვითომც არაფერიო და აბა მოსინჯეთ თუ გამოგივათ...

მაშ ასე, ორად ორი საჭირო პროდუქტი და საოცარი შედეგი: ნიგოზი და თაფლი. შესაძლებელია ნიგოზის მაგივრად თხილი ან მზესუმზირის გულის ხმარებაც.

1. 1 ჭიქა თაფლი
2. 5 ჭიქა დათლილი ნიგოზი

მომზადების წესი:
ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.
შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით“ გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.
თუ არ გვინდა მოხალული ნიგოზით გაკეთებული გოზინაყი, მაშინ ნიგოზს რომ ჩავყრით თაფლის მასაში კიდევ, 2-3 წუთი გავაჩერბთ ცეცხლზე.
ამის შემდეგ დაფა საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ - ეს ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ვინაიდან დაინტერესებული პირები ახალ წლამდე 1-2 ნაჭერს თუ დაგიტოვებენ ზრდილობის გულისთვის!
© miau

P.S მომზადების ტექსტი დაკოპირებულია საიტიდან vinoge.com, დროის უქონლობის გამო არც კი წამიკითხავს ისე მოვაკოპირე და ავტორის კოპირაიტიც დავტოვე :) დარწმუნებული ვარ გამოგივათ, მთავარია გულით მიუდგეთ საქმეს.
P.S-2 პრინციპში ცოტა რაღაცეები მაინც დავუმატე, მაგ. არანაკლებ გემრიელი გამოდის გოზინაყი, თუ ნიგოზის მაგივრად თხილს ან მზესუმზირას გულს ვიხმარებთ!
- ამ დღეებში მეც გავაკეთებ და წვრილად განახებთ ფოტოებით, თუ როგორ კეთდება და რა ნიუნსების გათვალისწინებაა საჭირო.
გმადლობთ ყურადღებისათვის.


ნიშნები: გოზინაყის მომზადება, გოზინაყის რეცეპტი, გოზინაყი

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.