ავტორიზაცია
 


წიწიბურისა და ხორცის უგემრიელესი კატლეტი

წიწიბურისა და ხორცის უგემრიელესი კატლეტი


საჭირო მასალა: 3 ს.კ. მოხარშული წიწიბურა, 400 გ ფარში, 3 ცალი უმი კვერცხი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 100 გ მაგარი ყველი, 70-100 გ კარაქი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ფქვილი - ამოსავლებად, ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: მოხარშული წიწიბურა ავურიოთ ხორცის ფარშში, დავუმატოთ 1 უმი კვერცხი, დაჭრილი ხახვი და კამა, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. დავფხვნათ მოხარშული კვერცხი და შევურიოთ გახეხილი ყველი. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად. ფარშის პატარა გუნდები ხელით ცოტა გავაბრტყელოთ, ზემოდან მოვათავსოთ კვერცხისა და ყველის ნაზავი, შემდეგ კარაქის პატარა ნაჭერი, შევკრათ და მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და შევწვათ.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • -1
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up