ავტორიზაცია
 


გავაკეთოთ ქათამი იაპონურად

გავაკეთოთ ქათამი იაპონურად


საჭირო მასალა:
2 ცალი ქათმის მკერდი. 2-3 ცალი ბადრიჯანი. 2-3 ცალი ტკბილი წიწაკა. 1 მოზრდილი სტაფილო. 1 პატარა ცხარე წიწაკა. 100 მლ სოიის სოუსი. 2 ს.კ. საკე, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 კონა ოხრახუში, ზეთი – შესაწვავად, გარნირად – ატრია ან ბრინჯი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება:
ქათმის ხორცის ნაჭრები დავბეგვოთ და პატარა კუბებად დავჭრათ. სტაფილო ცოტა მსხვილად გავხეხოთ. წიწაკა და ბადრიჯანი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეული. ხუთი - შვიდი წუთის შემდეგ დავუმატოთ ხორცი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მოშუშულ ინგრედიენტებს მოვაყაროთ პილპილი და ცოტა მარილი. (სოიის სოუსი მლაშეა და ამიტომ უნდა მცირე რაოდენობით მარილი). სოიის სოუსში გავხსნათ საკე და თაფლი. მომზადებული სითხე მოვასხათ ბოსტნეულსა და ხორცს, დავაბრუნოთ ცეცხლზე და თავდახურული კიდევ ოცი წუთი ვშუშოთ. მივირთვათ ატრიასთან ერთად. სუფრასთან მიტანის წინ კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up