ავტორიზაცია
 


სოკოს მარინადი

სოკოს მარინადი


საჭირო მასალა: 500 გ პატარა ზომის ქამა სოკო. მარინადისათვის - 1.5 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი, 0.5 ჩ.კ ყვითელი მდოგვის მარცვლები, 0.5 ჩ.კ. შავი მდოგვის მარცვლები, 0.5 ჭიქა ზეთი, 2 ს.კ. ძმარი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩ.კ. შავი და თეთრი პილპილის მარცვლები, 1 მწიკვი კვლიავი, 1 მწიკვი ხმელი ქინძი, 1 კბილი ნიორი, 500 მლ წყალი.

მომზადება: ქამა სოკოებს ქუდიდან კანი გადავაცალოთ, 4 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ წყალში და მოვათავსოთ ქილაში. მარინადის ინგრედიენტები, გარდა ძმრისა და ზეთისა, ნახევარი წუთი ვადუღოთ. ჯერ კიდევ თბილ მარინადს დავუმატოთ ზეთი და ძმარი, დავასხათ მოხარშულ სოკოებს, ქილას დავაფაროთ თავსახური და დავაცადოთ შეგრილება ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში. 12 საათის შემდეგ მარინადი მზად იქნება.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up