ავტორიზაცია
 


წვნიანი ჩრდილოურად

წვნიანი ჩრდილოურად


საჭირო მასალა: 300 გ საქონლის ძვლები, 500 გ დეკეულის რბილი ხორცი, 4-5 ცალი კარტოფილი, 3 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 80 გ კარაქი, 0,5 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილის მარცვლები – გემოვნებით.

მომზადება: ძვლებს დავასხათ წყალი და ვხარშოთ, მოვხადოთ ქაფი და განვაგრძოთ ხარშვა. ხორცი დავჭრათ 1,5 სმ სისქის ნაჭრებად, გადავანაწილოთ პატარა ქოთნებში, პირამდე გავავსოთ გადაწურული ძვლების ბულიონით და 25-30 წუთით შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სანამ ხორცი მზადდება, ნახევარწრეებად დავჭრათ ხახვი, წვრილად დავჭრათ სტაფილო და კარაქში მოვშუშოთ. როდესაც ხორცი მზად იქნება, დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული და პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ქოთნები 15 წუთით კვლავ ღუმელში დავაბრუნოთ. შემდეგ ჩავუმატოთ პილპილის მარცვლები, რეჰანი, ოხრახუში და მარილი. კერძი ღუმელში კიდევ 10 წუთით დავტოვოთ.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up