ავტორიზაცია
 


სოუზი

სოუზი


სოუზი - მაიკო ასლამაზაშვილის რეცეპტით

მასალა:
ძროხის ან ღორის ხორცი-2კგ
კარტოფილი-2კგ
ხახვი-2 საშ.თავი
ტომატ-პასტა-4 სფ კოვზი
2 დაფნის ფოთოლი
ქინძი,ოხრახუში(პეტრუშკა),რეჰანი,სუნელები გემოვნებით(დაფქვილი ქინძი და უცხო სუნელი)...
ნიორი 2-3 კბილი
მწარე წიწაკა ცოცხალიც და დაფქვილიც

მომზადება:
ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებათ,გავრეცხოთ,ჩავყაროთ ქვაბში და წამოვადუღოთ,ქაფს რომ მოვხდით შეგიძლიათ წყალი გამოუცვალოთ და ახალი წყლით დავდგათ გაზზე და გავაგრძელოთ ხარშვა.თითქმის მოხარშვამდე რომ მივა ხორცი ჩავაყაროთ დაჭრილი კარტოფილი,კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება დავამატოთ დაფნის ფოთოლი და მოხრაკული ხახვი ტომატ პასტასთან ერთად (ხახვს ცალკე ტაფაში რომ მოვშუშავ ვასხამ შემდეგ წყალში გახსნილ ტომატს და ცოტას ვადუღებ) თუ ცოცხალი პამიდორი გაქვთ გახეხეთ და ეგეც დაამატეთ.სანამ წამოდუღდება დავჭრათ მწვანილი და უკვე ადუღებულ კერძში ჩავყაროთ,ნიორი და წიწაკა გემოვნებით დავაყაროთ,უხდება როგორც ცოცხალი მწარე ისე დაფქვილი წითელი წიწაკაც.ვადუღოთ 5-10 წუთი მწვანილის ჩაყრის მერე და გამოვრთოთ გაზი.მარილი რათქმაუნდა გემოვნებით. გემრიელად მიირთვით..




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
ტეგი: სოუზი
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up