ავტორიზაცია
 


უგემრიელესი ღვეზელი ქათმის ღვიძლის პაშტეტითა და ბრინჯის შიგთავსით

უგემრიელესი ღვეზელი ქათმის ღვიძლის პაშტეტითა და ბრინჯის შიგთავსით


უგემრიელესი ღვეზელი ქათმის ღვიძლის პაშტეტითა და ბრინჯის შიგთავსით - Elene Sanaia-ს რეცეპტით

ღვიძლი შემდეგნაირად ჩავშუშე, კარგად გავრეცხე გამდონარე წყალში, ჩავყარე ღრმა ტაფაზე, მოვასხი ცოტა წყალი, დავახურე და ჩავშუშე ასე 5 წთ. შემდეგ დავუმატე 1 ც დიდი ხახვი, დაჭრილი და დავასხი ზეთი, ჩავხრაკე. დავუმატე 1 კბილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით და 1 ს/კ მაიონეზი. კარგად მოვურიე და მზადაა. ეს სადილი შემდეგ უკვე მაცივრიდან გამოვიტანე და დავაბლენდერე. გამოვიდა უგემრიელესი პაშტეტი. ცალკე მოვხარშე ბრინჯი და გავაგრილე, შემდეგ დავუმატეზა პაშტეტი და კარგად გაავურიე. ესაა გულსართი.

ცომი ჩვეულებრივი პურისაა, მხოლოდ დავუმატე ჩ/კ შაქარი და 200 მლ კეფირი. ძალიან ნაზი და რბილი ცომი გამოვიდა. შემდეგ ამოვაგუნდავე და დავაცხვე ცხიმიან ტაფაზე.
უგემრიელესი და უფაფუკესი ღვეზელი გამოვიდა!
გემრიელად მიირთვით! girl_byf




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +1
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up