ავტორიზაცია
 


ქათმის ფილეს ხორცის ბლინები

ქათმის ფილეს ხორცის ბლინები


ქათმის ფილეს ხორცის ბლინები - ელენე სანაიას რეცეპტით
ძალიან ადვილი გასაკეთებელია.
ცომის მასალა:
6-7 ც კვერცხი
1 ჭ ფქვილი
4-5 ს/კ ზეთი
3 ჭ წყალი (ვისაც უნდა რძე გაუკეთოს)
მწიკვი მარილი.
შიგთავსი:
1 კგ ქათმის ფილე მოხარშული
2 საშუალო თავი ხახვი
ცოტა ოხრახუში
შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
ჯერ მოვამზადოთ შიგთავსი. მოვხარშავთ ფილეს და დავაბლენდეროთ ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. შემდეგ დავუმატოთ პილპილი, მარილი გემოვნებით.
მეორე ვარიანტია, უმ ფარშს და ხახვს დაბრაწავთ ტაფაზე და შემდეგ შეკაზმავთ. მე პირველი მირჩევნია.
ხორციან ბლინებს ვაცხობთ შემდეგნაირად. გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ფქვილი, მარილი, შემდეგ ზეთი და წყალი. კარგად მოვურიოთ, ისე რომ კარგად გაიხსნას. დავაცადოთ ხუთი წუთი. მანამ გავაცხელებთ ტაფას.
პირველი ბლინის გამოცხობისთვის, აუცილებლად წავუსვათ ზეთი. შემდეგ უკვე აღარ სჭირდება. ხო, მე მარტო ერთ მხარეზე ვბრაწავ, მეორეზე რომ გადმოვაბრუნებ, ორი წამი და ვიღებ ბლინს. ბლინის შეხვევისას, დაბრაწულ მხარეს მოაქცევთ შიგნით და თეთრს ზემოდან. მერე ბლინი რომ შეწვათ. ისე, შეგიძლიათ ჩვეულებრივი დააცხოთ ორივე მხარეს და ისე შეახვიოთ. მერე შეწვა აღარ უნდა.
გაგრილებულ ბლინს, გაშლით, ერთ გვერდზე წაუსმევთ 2-3 ჩ/კ ფარშს და გაახვევთ სურვილისამებრ.
ვისაც სურვილი აქვს, თავისებურად შეკაზმავს ფარშს, შეზღუდულები არ ვართ. მწვანილი, სუნელები, სტაფილო, სოკო და ა.შ. ყველაფერი მოუხდება!
გემრიელად მიირთვით!




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +8
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
სოციალური ქსელები
  • Facebook
  • VK
  • Twitter
ჯერ-ჯერობით არაგვაქვს vk
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up