ავტორიზაცია
 


კალმახი სოკოთი

კალმახი სოკოთი


კალმახი სოკოთი - Daisi Tessaloniki-ს რეცეპტით

მომზადება:
3 ცალი კალმახი
3 ცალი ქამა სოკო
3 კოვზი მაიონეზი
1 ჭიქა ზეთი
1ჭიქა ფქვილი
მარილი, პილპილი გემოვნებით
--
გაასუფთავეთ თევზი, გაუჭერით მუცელი, გამოაცალეთ ნაწლავები, ხერხემალი და ლაყუჩები, გარეცხეთ კარგად, მოაყარეთ მარილი და დადეთ საწურზე დაიწუროს.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი, მუცელზე გაშლილი თევზები სათითაოდ ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ორივე მხარეზე ნელ ცეცხლზე. შემწვარი თევზი გადაიტანეთ ფურნეში შესადგმელ ჟარონზე და დაალაგეთ გაშლილი. ცოტა შეაგრილეთ და ზურგზე წაუსვით თითოს, თითო სუფრის კოვზი მაიონეზი .
დაჭერით სოკო თხელ ფენებად და დაალაგეთ მაიონეზის ზემოდან, მოაყარეთ ცოტა მარილი და შავი პილპილი და შედგით ფურნეში 5 – 10 წუთით, სოკო რომ შერბილდება უკვე მზად არის. გააფორმეთ წითელი წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და მიიტანეთ მაგიდაზე.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +4
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up