ავტორიზაცია
 


გოგრა მაიონეზით და სუნელებით

გოგრა მაიონეზით და სუნელებით


გოგრა მაიონეზით და სუნელებით - მაიკო ასლამაზაშვილი‎ს რეცეპტით

ვიცი გაგიკვირდებათ მაგრამ მერწმუნეთ ძალიან გემრიელიააა. girl_in_
გოგრა დავჭერი გავფცქვენი(გავთალე),დავჭერი პატარა კუბიკებად და ღრმა ტაფაში ჩავყარე,დავასხი ცოტა წყალი და 2 სფ კოვზი ზეთი.რომ ჩაითუთქა დავამატე 2ც საშ.ზომის გახეხილი სტაფილო,ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,3 კბილი ნიორი და 2 სფ კოვზი დაბლენდერებული ბულგარული წიწაკა(ფაფა ზაფხულში მქონდა გაკეთებული).

ცალკე მაიონეზში გავთქვიფე 1 ჩკ დაფქვილი ქინძი,1 ჩკ უცხო სუნელი,ცოტა დაფქვილი ილი,ცოტა დაფქვილი მუსკატი(ჯავზი) და დაფქვილი წით წიწაკა გემოვნებით.შეზავებული მაიონეზი თბილი წყლით ცოტა გავათხელე და დავამატე გოგრას რომელიც კარგად იყო ჩახარშული(პიურესავით).კარგად მოვურიე და რომ წამოდუღდა მარილი გემივნებით დავამატე...სულ ეს იყო მეგობრებო.უზომოდ გემრიელი გამოვიდა.ზოგს მაიონეზი არ უყვარს და არაჟანით ანაცვლებს,მაგრამ მეეჭვება ამ კერძს არაჟანი მოუხდეს.მე არ გირჩევთ.ვინც მიირთვა თქვენ წარმოიდგინეთ და აზრადაც არ მოსვლიათ რომ გოგრას ჭამდნენ,იმდენად უცხო რამე გამოვიდა.არ ვიცი ვინმეს თუ მოგიმზადებიათ ასე.ვიცი რომ წვავენ და სუნელებით აგემებენ,მაგრამ მე რატომღაც ეს მოვიგონე.სცადეთ არ ინანებთ.სხვანაირად ჩემს შვილებს გოგრას ვერ ვაჭმევ,არ უყვართ.არადა აუცილებელია ორგანიზმისთვის. girl_byf

წყარო: FB-ქართული სამზარეულო




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +1
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up