ავტორიზაცია
 


კარტოფილის წვნიანი ბავარიულად

კარტოფილის წვნიანი ბავარიულად


საჭირო მასალა: 600-650 გ კარტოფილი, 200 გ ძეხვი ან სოსისი, 100 მლ ნაღები, 2-3 ს.კ. არაჟანი, 1-2 თავი ხახვი, ჯავზი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ბულიონისთვის: 1,5-2 ლ წყალი, 1 პატარა თავი ხახვი, 60 გ ნიახური, 1-2 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ოხრახუში და მწვანე ხახვი - მოსაყრელად.

შენიშვნა: ბულიონის მოსამზადებლად შეგიძლიათ ბულიონის კუბები გამოიყენოთ.

მომზადება: ქვაბში მოვათავსოთ ბულიონი და ბულიონის ინგრედიენტები, ადუღებისას მოვხადოთ ქაფი და საათნახევარი ვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ, დავუმატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა. როცა კარტოფილი მოიხარშება, ამოვიღოთ მისი ერთი ნაწილი, ცოტა ნახარში, ნაღები, არაჟანი და ბლენდერში გავთქვიფოთ. ეს მასა ავურიოთ კარტოფილის წვნიანს და კარგად გავხსნათ. ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და დაჭრილ ძეხვთან ერთად ჩავამატოთ წვნიანში. გავუწყოთ მარილი, წიწაკა, ჯავზი და სუფრასთან მიტანისას დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში მოვაყაროთ.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +4
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up