ავტორიზაცია
 


თურქული წვნიანი

თურქული წვნიანი


საჭირო მასალა: 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ქინძი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი, 1 ჭიქა ბულგური, 400 გ დაკონსერვებული პამიდორი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში, 1 ს.კ. დაფხვნილი თხის ყველი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: 0,5 ჭიქა ბულიონი ავადუღოთ, დავუმატოთ ხახვი, დაჭრილი ნიორი და 5 წუთი ვხარშოთ. შემდეგ დავაყაროთ ხმელი ქინძი და დარიჩინი, 1-2 წუთში დავუმატოთ ბულგური და 30 წუთი ვხარშოთ, თან ვურიოთ. დავასხათ დარჩენილი ბულიონი და პამიდორი. როდესაც ადუღდება, შევანელოთ მარილით, ცეცხლს დავუწიოთ და თავდახურული 10-15 წუთი ვხარშოთ. წვნიანი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ ლიმონის წვენი და სუფრასთან დაჭრილ ოხრახუშთან და ყველთან ერთად მივიტანოთ.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up