ავტორიზაცია
 


კომბოსტოს სამარხო ღვეზელი

კომბოსტოს სამარხო ღვეზელი


საჭირო მასალა: ცომისათვის – 7 გ მშრალი საფუარი, 1 ჭიქა წყალი, 1 ჩ.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 3-5 ს.კ. ზეთი, 400-450 გ ფქვილი. გულსართისთვის - 1 კგ კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 ჩ.კ. ტომატ-პასტა, 2-3 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი, დავასხათ ფქვილს და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ცომი. დავდგათ, რომ აფუვდეს. ერთხელ ჩავზილოთ და დავაცადოთ, რომ კიდევ ამოფუვდეს. კომბოსტო დავკეპოთ, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და მოვათავსოთ ღრმა, სქელძირიან ტაფაში. დავასხათ 1 ყავის ჭიქა წყალი, მოვაყაროთ მარილი და დავახუროთ სახურავი. 20 წუთის შემდეგ, როდესაც წყალი დაშრება, დავუმატოთ ტომატ-პასტა, ზეთი, პილპილი და 10 წუთი კიდევ თავდახურული ვშუშოთ. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად. თიითოეულში მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ, ოდნავ გავაბრტყელოთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up