ავტორიზაცია
 


თხილის ბისკვიტი (ამარეტო)

თხილის ბისკვიტი (ამარეტო)


ბისკვიტისთვის:
4 კვერცხი
3 ს/კ ცხელი წყალი
130 გ შაქარი
200 გ დაფქული თხილი
1 ს/კ ცომის გამაფხვიერებელი ან სოდა
1 ს/კ დარიჩინი

გულსართისთვის:
400 გ ნაღები
2 პაკეტი ნაღების ფხვნილი
2 პაკეტი ვანილი
50 გ შოკოლადი
3 ს/კ ამარეტო
1 ს/კ შაქრის პუდრა
მოსასხმელად - 125 გ მწარე შოკოლადის მინანქარი

მომზადება:
კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან და წყალთან ერთად, კვერცხის გული უნდა გახდეს ღია ფერის და შაქარი კარგად უნდა გაიხსნას. თხილი და გამაფხვიერებელი ფხვნილი დარიჩინთან ერთად გარგად ავურიოთ, დავუმატოთ ცომს და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ქაღალდჩაფენილ ფორმაში. ნაღები გავთქვიფოთ ნაღების ფხვნილთან, შაქრის პუდრასა და ვანილთან ერთად, ბოლოს დავუმატოთ შოკოლადი და ამარეტო. მომზადებული კრემი წავუსვათ გაციებულ ბისკვიტს და მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. 30 წუთი შევინახოთ მაცივარში.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +1
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up