ავტორიზაცია
 


საზამთროს მურაბა

რამდენი ხანია კაი გემრიელი არაფერი მოგვიმზადებია არა? დროის უქონლობის გამო საიტსაც ვერ ვანახლებ ყოველდღიურად, ვეცდები გამოვსწორდე.
დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მარტივი მოსამზადებელი და ამავდროულად ძალიან გემრიელი საზამთროს მურაბის რეცეპტი.
საზამთროს მურაბა მზადდება სქელქერქიანი საზამთროთი.

საზამთროს მურაბა


საჭირო მასალები:
საზამთროს ქერქი - 400 გ.
შაქრია ფხვნილი - 800 გ.
წყალი - 1 ჭიქა.
ლიმონის ცედრა - 1 სუფრის კოვზი. (თუ რა არის ცედრა ქვემოთ მოგახსენებთ)

მომზადების წესი
1. ვიღებთ საზამთროს ქერქს, თხლად ვაცლით გარე მწვანე მასას და ვჭრით ნაჭერებად.
2. ნაჭერებს ვყრით ქვაბში ვასხავთ წყალს და ვხარშავთ დარბილებამდე.
3. ვაცლით წყალს, დარჩენილ ნაჭრებს ვაყრით 400 გ. შაქრის ფხვნილს, ასევე ვუმატებთ ლიმონის ცედრას.
4. ვხარშავთ სეროფს: 400 გ. შაქრის ფხვნილით და 1 ჭიქა წყლით.
5. ადუღების შემდეგ სეროფს ვასხავთ საზამთროს ქერქის ნაჭრებს და ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.
6. მომზადებული მურაბა შეიძლება ჩავასხათ ქილებსი და მოვხუფოთ სტელირურად.
- წელიწადის ნებისმიერ დროს ზამთარში ძალიან გემრიელია.

ეხლა რაც შეეხება ცედრას
მიუხედავად დიდი კულინარიული გამოცდილებისა და სტაჟისა ცედრა რა იყო მე არ ვიცოდი, უფრო სწორად ამ იგრიდიენტს ცერდა თუ ერქვა არ ვიცოდი. შესაძლოა შესაბამისი პროდუქტის ქართული სიტყვაც არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი.
ცედრა (იტალიურიდან cedro — ციტრონ)
ცედრა ციტრუსების ქერქი ან ქერქის ნახეხია, წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს და ნახავთ, თუ რა არის და როგორ კეთდება.

საზამთროს მურაბა
საზამთროს მურაბა




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +6
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up