ავტორიზაცია
 


ნაღების და ხაჭოს ტორტი (დაქალი - 2012)

ნაღების და ხაჭოს ტორტი (დაქალი - 2012)


საჭირო მასალა: ცომი: 170 გ ფქვილი, 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი, 170 გ. შაქარი, 1 მწიკვი მარილი, 4 კვერცხი, 170 გ კარაქი ან მარგარინი.გულსართი:20 გ ჟელატინი, 150 მლ წყალი, 200 გ შაქარი, 10 გ ვანილის შაქარი, 750 გ ცხიმიანი ხაჭო, 1 ლიმონის ცედრა, 50 მლ ლიმონის წვენი, 350 მლ ნაღები.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და 2 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ მიქსერით. ცომი გადავიტანოთ 28 სმ დიამეტრიან ცხიმწასმულ გვერდებმოსახსნელ ფორმაში და ვაცხოთ 160 -- გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25--30 წუთის განმავლობაში. შეგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ჟელატინი დავალბოთ წყალში 40- წუთის განმავლობაში. შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა ავთქვიფოთ. ჟელატინი გავადნოთ ლიმონის წვენთან ერთად და შევურიოთ ხაჭოს, დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები. ბისკვიტის ერთი ფენა ჩავდოთ კვლავ ფორმაში, ზემოდან დავადოთ ხაჭოს მასა და შემდეგ კი ბისკვიტის მეორე ნაწილი. ტორტი რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში, სუფრასთან მიტანის წინ კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • +2
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up