ავტორიზაცია
 


ანანასის დესერტი - 2012

ანანასის დესერტი - 2012


საჭირო მასალა: 1 ცალი ანანასი, 1 ცალი ლიმონი, 2 სმ. სიგრძის ნედლი ჯანჯაფილის ნაჭერი, 2-3 ს.კ. თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო, 80 გ. შაქარი, 1 ჭიქა 35%--იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 2 ს.კ. შავი ან თეთრი სეზამის მარცვლები.

მომზადება: ანანასს მოვაცალოთ გარსი, დავჭრათ ნაჭრებად და ღრმა ტაფაში მოვათავსოთ. ლიმონი გავწუროთ. ჯანჯაფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. შაქარი, ღვინო, ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი ავურიოთ და დავასხათ ანანასის ნაჭრებს. 8--10 წუთის განმავლობაში ხილი ვშუშოთ დაბალ ცეცლხზე და თან ვურიოთ. როდესაც ანანასის ნაჭრები დარბილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავახუროთ ტაფას სახურავი და დავტოვოთ 3--4 წუთით. ამასობაში მოვხალოთ სეზამის მარცვლები. ნაღები და შაქრის პუდრა კი კარგად ავთქვიფოთ. მინის ბოკლებში მოვათავსოთ ანანასი თავისი წვენით, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და მოვრთოთ ნაღებით.




შეფასება: 
  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
иконка
პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგავიწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
კომენტარის დატოვება
იკონკა
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • დღეს
  • ნახვადი
  • კონეტირებადი
up